YES-Georgia, ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში აცხადებს მიღებას

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსებზე, სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.

პროგრამას ახორციელებს ფონდი კრისტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალითან“ პარტნიორობით, რომელიც ასევე პროგრამის თანადამფინანსებელია.

Buzz Georgia / ბაზ საქართველო არის პიროვნული, ლიდერული და სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების კურსის ერთობლიობა. ეს არის გლობალური ქსელის – Buzz Women-ის ადგილობრივი ფრანჩიზა და მისი მიზანია პერსონალური და სამეწარმეო განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის.

ბაზ-საქართველოს პირველი ეტაპის ტრენინგები ორ-დღიანია და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • მეწარმეობის საფუძვლები
  • წარმატებული მეწარმის თვისებები
  • პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
  • მიზნის დასახვა
  • ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.

ტრენინგები ტარდება ონლაინ, ყოველ შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. ტრენინგები უფასოა.

თუ გსურთ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობის მიღება, შეავსეთ google ფორმა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591930180; ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: BUZZ Georgia • ბაზ საქართველო