Crystalfund https://crystalfund.ge Crystalfund Thu, 06 Aug 2020 12:53:15 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=5.4.15 https://crystalfund.ge/wp-content/uploads/2019/11/cropped-logo-1-1-32x32.jpg Crystalfund https://crystalfund.ge 32 32 YES-Georgia, ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში აცხადებს მიღებას https://crystalfund.ge/ka/2020/07/03/yes-georgia-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9c/ Fri, 03 Jul 2020 12:54:28 +0000 https://crystalfund.ge/?p=6020 USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსებზე, სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.

პროგრამას ახორციელებს ფონდი კრისტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალითან“ პარტნიორობით, რომელიც ასევე პროგრამის თანადამფინანსებელია.

Buzz Georgia / ბაზ საქართველო არის პიროვნული, ლიდერული და სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების კურსის ერთობლიობა. ეს არის გლობალური ქსელის – Buzz Women-ის ადგილობრივი ფრანჩიზა და მისი მიზანია პერსონალური და სამეწარმეო განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის.

ბაზ-საქართველოს პირველი ეტაპის ტრენინგები ორ-დღიანია და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • მეწარმეობის საფუძვლები
  • წარმატებული მეწარმის თვისებები
  • პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
  • მიზნის დასახვა
  • ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.

ტრენინგები ტარდება ონლაინ, ყოველ შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. ტრენინგები უფასოა.

თუ გსურთ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობის მიღება, შეავსეთ google ფორმა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591930180; ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: BUZZ Georgia • ბაზ საქართველო

]]>
საკუთრების უფლებები და ბიზნესის თავისუფლება http://crystalfund.bec.ge/wp-content/uploads/2020/04/CF-statement-final-bilingual-2.pdf#new_tab Wed, 29 Apr 2020 09:58:24 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=5170
]]>
ფინანსური განათლების გზამკვლევი: „ფინანსური განათლება ყველასათვის“ http://crystalfund.bec.ge/wp-content/uploads/2020/04/Financial-Literacy-1.pdf#new_tab Wed, 29 Apr 2020 07:44:42 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=5143
]]>
სემინარი: „ელექტრონული ფულადი გზავნილებისა და საგადახდო სისტემების საკანონმდებლო გარემო“ http://crystalfund.bec.ge/wp-content/uploads/2020/04/Detailed-Record-Seminar-GE-2.pdf#new_tab Wed, 29 Apr 2020 07:39:12 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=5137
]]>
საგანმანათლებლო ანიმაცია დაზოგვის თემაზე ყველაზე პატარებისთვის https://crystalfund.ge/ka/2020/04/08/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/ Wed, 08 Apr 2020 13:05:42 +0000 https://crystalfund.ge/?p=6025 ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ფონდი კრისტალის, ეროვნული ბანკისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის მხარდაჭერით, შემუშავდა საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც მათთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები – ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები, სპილო პიო და კურდღელი დუდუნა, სიმღერით უხსნის ბავშვებს, როგორი სასიამოვნო და სასარგებლო შედეგები მოჰყვება დაზოგვას და რატომა არის საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად არ დაიხარჯოს.

ანიმაციური ვიდეო USAID-ის პროგრამის – YES-Georgia ფარგლებში შექმნილი კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილის – “სტუდია ველოსიპედის“ მიერ მომზადდა.

“მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბოლო წლებია ეროვნული ბანკი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფინანსური განათლების საკითხების სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა საგანმანათლებლო აქტივობები იწყება პატარა ასაკიდანვე. აღნიშნული ანიმაცია განკუთვნილია 6 წლამდე ბავშვებისათვის და პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის დახმარებით აწვდის ინფორმაციას დაზოგვის სიკეთეებთან დაკავშირებით. პროექტის იდეა დაიბადა და, შემდეგ უკვე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ვფიქრობთ, რომ ანიმაციის ახლა, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის ახალ გამოწვევასთან ბრძოლის რთულ ეტაპზე წარდგენა, ბავშვებს ამ დროებითი სირთულეებით გამოწვეულ დისკომფორტს შეუმსუბუქებს და ყოველდღიურ ყოფას ოდნავ გაუხალისებს. გვსურს, ამ პატარა ვიდეორგოლით არა მხოლოდ ერთგვარი საძირკველი ჩავუყაროთ ბავშვების ფინანსურ განათლებას, არამედ მცირედი პოზიტივიც შევიტანოთ დაძაბულ ყოველდღიურობაში”, – განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების ფინანსური განათლებისა და ფინანსური ინტეგრაციის დონის ამაღლება ფონდი კრისტალის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ბოლო წლებია ფონდი კრისტალი, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს; და მომავალშიც ბევრ სასიამოვნო სიახლეს შემოგთავაზებთ.

#დარჩიშინ და გაიგე თუ რატომ არის დაზოგვა მნიშვნელოვანი

]]>
ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის შესაკავებლად https://crystalfund.ge/ka/2020/03/19/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e/ Thu, 19 Mar 2020 13:42:00 +0000 https://crystalfund.ge/?p=6046 გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება.

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი კრისტალი, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს პირველ ონლაინ ჰაკათონს.

აკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად კრისტალი გამოყოფს სასტარტო დაფინანების სპეციალურ ფონდს 50,000 ლარის მოცულობით. 

ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში.

ბიზნეს-იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:59 საათი.

შერჩეული გუნდები დასახელდება 26 მარტს 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ექსპერტები. Pitching სესია გაიმართება კვირას, 29 მარტს 17:00 საათზე, რომლის შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული იდეები/გუნდები. 

ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 

კონკურსის ძირითადი პირობები:

სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენს 5,000 ლარს (შესაძლებელია ეს იყოს უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება);

იდეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

  • სამედიცინო გადაწყვეტები;
  • საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი;
  • სოციალური დისტანცირებისა და თვით-იზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები;
  • ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები;
  • სხვა პროექტი, რომელიც დაეხმარება COVID-19-ის შეკავებას.

მსგავსი იდეების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს გუნდების ერთმანეთთან დაკავშირება. 

ჰაკათონის მთელი პროცესი და Pitching სესია წარიმართება ონლაინ. 

მონაწილეთა მინიმალური ასაკი შეადგენს 18 წელს. ბიზნეს-იდეის აღწერაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპზე COVID-19-ის პრევენციისთვის მოქმედი სავალდებულო წესების დაცვის გეგმა.  

ბიზნეს-იდეების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. 

]]>
Meeting of the Coalition for Financial Literacy https://crystalfund.ge/ka/2020/03/05/meeting-of-the-coalition-for-financial-literacy/ Thu, 05 Mar 2020 20:05:28 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=2828
]]>
„ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ https://crystalfund.ge/ka/2020/01/31/usaid-program-yes-georgia-to-support-youth-women-entrepreneurship/ Fri, 31 Jan 2020 18:02:00 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=2773 თებერვალი 04, 2020

31 იანვარს, ფაბრიკაში, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ოფიციალური გახსნა გაიმართა.

შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.

ღონისძიება დაიწყო YES-Georgia-ს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების და მომსახურებების გამოფენა-გაყიდვით. პროგრამის ოფიციალური ნაწილი გახსნა პიტერ ვიბლერმა – USAID/საქართველოს მისიის დირექტორი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა არჩილ ბაკურაძე – ფონდი კრისტალის აღმასრულებელი დირექტორი. ბონი გლიკი – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე; ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე.

პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

]]>
ღონისძიება: კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში | თარიღი: 21 ოქტომბერი, 2019, 09:30 | ადგილი: ა. წერეთლის გამზ., 118, პავილიონი 10, თბილისი, საქართველო https://crystalfund.ge/ka/2019/10/18/kristalis-sachadrako-blic-tamashi/ Fri, 18 Oct 2019 14:42:15 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=5085

კრისტალის  საჭადრაკო ბლიც-თამაში გაიმართება ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით.

კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში „ყველა ქალი ჩემპიონია!“ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებას.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ითამაშონ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან,  მაია ჩიბურდანიძესთან და  საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან.

ბლიც-თამაშში მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიური კომპანია SAP-ის საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საქართველოში საკონსულტაციო მისიით იმყოფებიან და ხელს უწყობენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და პროდუქტის შემუშავებას.

ღონისძიებაზე მოხდება აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად კრისტალის ქალი მომხმარებლებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია:

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  270 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით „კრისტალი“ ხელს უწყობს  ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 15 მილიონი ლარის მოცულობის  კორპორაციული ობლიგაციები, რომელიც მიეძღვნა ქალთა ეკონომიკურ განვითარებას.  2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა “მელიორა 2018’’-ის კონკურსში. კომპანიამ 2019 წელს მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკისთვის – გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე მიზანში (SDG #5: Gender Equality).  2019 წლის მაისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „MFR“ (MicroFinanza Rating) სოციალურმა კომიტეტმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ sA-  შეფასება მიანიჭა.

ფონდი კრისტალი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივებს, მათ შორის პროგრამა YES-Georgia-ს, რომლის ფარგლებშიც სულ მალე დაიწყება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ახალი კომპონენტი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან არსებული ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDPI) ინიციატივის მხარდაჭერით.

პროგრამა YES-Georgia (“ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში”) ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ფონდი კრისტალისმიერ  ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან თანამშრომლობით. YES-Georgia პროგრამის ფარგლებში ქალთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შესაქმნელად ფონდი კრისტალი და სს მისო „კრისტალი“, SAP SE -სთან  და PYXERA Global -თან ერთად – “Social Sabbatical for Global Engagement’’ პროექტის ფარგლებში მუშაობს სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მხარდაჭერას მეწარმეობის სხვადასხვა ასპექტში კონსულტაციებისა და რჩევების მიწოდების გზით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალ მეწარმეთა სოციალურ წინსვლას და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას.  

SAP SE  არის საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ქმნის ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებელთა ურთიერთობების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. „PYXERA Global“ არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ორგანიზაციების გამოწვევების მართვასა და  გლობალური ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდაზე.

]]>
ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია https://crystalfund.ge/ka/2019/05/14/yovelwliuri-dajildoveba/ Tue, 14 May 2019 17:34:42 +0000 http://crystalfund.bec.ge/?p=3351 საერთაშორისო ასოციაციამ -‘’ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’ (Enterprise and Parliamentary Dialogue International), საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი და USAID-ის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი დააჯილდოვა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, პლატფორმის აქტივობებში ყველაზე ინტენსიური და პროდუქტიული ჩართულობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კერძო სექტორისთვის განკუთვნილი ოთხი ჯილდო გადაეცათ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას; ფრაქცია ‘’ევროპული საქართველო-რეგიონების’’ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG). საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ჯილდო ‘’ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის’’ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსმა და საერთაშორისო თავმჯდომარემ კის იანგმა გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაჯილდოვების ცერემონია ფონდი კრისტალის მხარდაჭერით გაიმართა.

]]>