ახალგაზრდების მეწარმეობა

ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარება ფონდმა კრისტალმა 2014 წლიდან დაისახა მიზნად, საქართველოში ახალგაზრდების ფინანსური ჩართულობის დონის ამაღლებისა და განათლებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობისთვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფონდი კრისტალის მიერ, 2015-2018 წლებში განხორციელდა, ს.ს. მისო „კრისტალთან“, PH International-თან და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) თანამშრომლობით. პროგრამა მიზნად ისახავდა ინსტიტუციური ჩარჩოებისა და მოდელების შექმნას იმისათვის, რომ ხელი შეეწყო ეკონომიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ფართო მასშტაბით მონაწილეობისთვის, იმ გაზრდილი შესაძლებლობებით, რომელიც იძლევა თვითდასაქმების შესაძლებლობას ახალი საწარმოების შექმნის გზით, ასევე, სხვადასხვა მოწინავე კომპანიებში მეტი სამუშაო ადგილების მოპოვების საშუალებას (პროგრამის ბიუჯეტი: 443,000 აშშ დოლარი). შედეგად: პროგრამამ მოიცვა 3000-ზე მეტი ახალგაზრდა; მეწარმეობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდა 1000-მდე ახალგაზრდას; სპეციალურ სასკოლო სამეწარმეო პროგრამაში ჩაერთო 500-ზე მეტი მოსწავლე; პროგრამა 200-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა ბიზნეს გეგმის შედგენასა და დაფინანსებისთვის წარდგენაში; შეიქმნა თანადაფინანსების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ფინანსური მხარდაჭერა მიიღო ახალგაზრდების მიერ შექმნილმა 55-მა მიკრო-საწარმომ; განხორციელდა ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა  90 კომპანიასა და ასოციაციაში; სტაჟირების წარმატებულად გავლის შედეგად, დასაქმდა 200-ზე მეტი ახალგაზრდა. პროგრამის ძირითადი შედეგები შთამბეჭდავი იყო ქალების მონაწილეობის თვალსაზრისითაც.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი – „სამეწარმეო ქსელური კავშირების შექმნა სტარტაპების მხარდაჭერისთვის“ 2017-2018 წლებში განხორციელდა ფონდი კრისტალისა და Startup Grind Tbilisi-ს მიერ. პროექტი საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის ცოდნისა და ინსპირაციის გავრცელებას და ქსელური კავშირების შექმნას  ისახავდა მიზნად, მეტი ინოვაციის სტიმულირებისა და მეწარმეობის ზრდისთვის საქართველოში (პროექტის ბიუჯეტი: 23,847 აშშ დოლარი). შედეგად, ჩატარდა Startup Grind-ის ღონისძიებების სერია – წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებისა და ინვესტორების მონაწილეობით და განხორციელდა აქტიური ქსელური კავშირების ფასილიტაცია, ღონისძიებების მონაწილეთა ინსპირაციისა და ინფორმირების ხელშეწყობისთვის. მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც კომპანიების დამფუძნებლები, ასევე ექსპერტები სტარტაპების შექმნისა და დაფინანსების საკითხებში, მათ შორის, ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერი, Shift Technologies-ის დამფუძნებელი ჯორჯ არისონი (იგივე, ირაკლი არეშიძე), რომელმაც შეძლო 110,000,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის მობილიზება.

ამჟამად, ფონდი კრისტალი ახორციელებს USAID-ის ფართომასშტაბიან პროგრამას – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც USAID-ის წინა პროგრამის – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ გაგრძელებას წარმოადგენს. ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, პროგრამა მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს. YES-Georgia ხორციელდება ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ YES-Georgia ერთადერთი შერჩეული პროგრამაა ევროპასა და აზიაში, რომელიც ამერიკელი ხალხისგან მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ს.ს. მისო „კრისტალი“. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის პერსონალური და მეწარმეული განათლების ხელმისაწვდომისთვის, YES-Georgia, ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიასთან – „კრისტალ კონსალტინგ“-თან ერთად, ახორციელებს Buzz Georgia-ს კომპონენტს, რომელიც ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ახალგაზრდა და ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები  უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის YES-Georgia ვებ-გვერდებს: 

http://yes-georgia.ge და https://yes.crystal.ge 

სიახლეები

  • ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის შესაკავებლად

    გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი კრისტალი, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს პირველ ონლაინ ჰაკათონს. აკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს...
  • „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“

    თებერვალი 04, 2020 31 იანვარს, ფაბრიკაში, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ოფიციალური გახსნა გაიმართა. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი...
  • ქართული სტარტაპების მიღება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში კრისტალის ორგანიზებით

    14 ივნისს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, კრისტალისა და ფონდი კრისტალის ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომლის მთავარი თემა იყო ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. ღონისძიების მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბატონი ფაბიან ჰამილტონი იყო, მხარდამჭერი კი – საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში. ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის წევრებმა,...