ჩვენი ისტორია

2004-2007

ფონდი კრისტალი, როგორც არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია, დაარსდა 2004 წელს, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგდილებულ პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს
(CHCA) მიერ.

2007 წლამდე, მოწყვლადი ჯგუფების თვითკმარობის ამაღლებისა და საქართველოში სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობისთვის, ფონდი კრისტალი ახორციელებდა მიკროსაფინანსო საქმიანობას და ფუნქციონირებდა როგორც სპეციალიზებული მიკროსაფინანსო ფონდი; კერძოდ, ახორციელებდა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და უზრუნველყოფდა მცირე მეწარმეებს ადვილად ხელმისაწვდომი, სწრაფი და მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურებით. ფონდის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები, დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, რომელიც განსაკუთრებულად საჭიროებდა ეფექტურ ფინანსურ მხარდაჭერას.

2007 წლიდან, რეორგანიზაციის გზით, ფონდმა მირკოსაფინანსო საქმიანობა გადასცა სს. მისო „კრისტალს“ და საგანმანათლებლო, სოციალური და სათემო განვითარების ამოცანების შესრულება დაისახა მიზნად.

2008-2012

2009 წლიდან, ფონდი ფოკუსირდა ახალი ტექნოლოგიების როლის ზრდაზე ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის ამაღლებაში. 2010-2013 წლებში, ფონდმა განახორციელა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი – „მობილური გზავნილები საქართველოს სოფლის მოსახლეობისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას.

2013-დან დღემდე

2013-2015 წლებში, ფონდმა გააფართოვა საქმიანობის არეალი. გადაიდგა პირველი ნაბიჯები ქართულ- ბრიტანული ურთიერთობების ინიციატივის ფარგლებში. საფუძველი ჩაეყარა: ფინანსური განათლების, მშვიდობის მშენებლობის, კანონის უზენაესობის, პოლიტიკის დიალოგის, ახალგაზრდების მეწარმეობისა და საგზაო უსაფრთხოების ინიციატივებს. ფონდის მმართველ გუნდს შემოუერთდნენ ბრიტანელი წევრები. ამაღლდა გრანტების მართვის, ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები.

უკვე 2015 წლის ბოლოდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფონდმა დაიწყო მასშტაბური პროექტები და აქტივობები ახალი ინიციატივების განსახორციელებლად, მათ შორის:

  • ფონდი კრისტალის სამწლიანმა პროექტმა – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ- შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ (YES-Georgia) მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მხარდაჭერა;
  • პროექტის – YES-Georgia ფარგლებში შეიქმნა „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“;
  • ფონდი კრისტალის დახმარებით, საქართველოს პარლამენტში საქმიანობა განაახლა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა (BEC), რომელიც ოპერირებდა ბრიტანული ასოციაციის „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ (EPDI) მხარდაჭერით, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა. საპარლამენტო პროგრამების განახლებიდან მალევე, ცენტრმა მოიპოვა USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და სხვა დონორთა მხარდაჭერა;
  • ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა კომპლექსური ინიციატივები, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების კვლევის მიმართულებით, ასევე, შესაბამისი რეაგირების პოლიტიკის შემუშავების კუთხით;
  • მოხდა საქართველოში ფინანსური განათლების მხარდაჭერით დაინტერესებული კერძო და სამოქალაქო აქტორების მობილიზება და შეიქმნა „კოალიცია ფინანსური განათლებისთვის“;
  • საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის, განვითარდა მცირე გრანტების კომპონენტი, სოციალური ინვესტიციების მხარდასაჭერად; მათ შორის, დაფინანსდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივები, კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად;
  • საქართველოს გზებზე უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად, განვითარდა საგანმანათლებლო და ადვოკატირების აქტივობათა მხარდაჭერის მექანიზმები და პრაქტიკა.

2019 წლიდან, ფონდის პრიორიტეტების სიას დაემატა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულება. ფონდის პროგრამამ – YES-Georgia – ამჯერად უკვე, სახელწოდებით – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ – მოიპოვა ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის მხარდაჭერა.