ჩვენი გუნდი

nikoloz gegeshidze

ნიკოლოზ გეგეშიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ნიკოლოზ გეგეშიძე ფონდი კრისტალის აღმასრულებელი დირექტორია 2009 წლიდან. როგორც სამართალმცოდნე, 2003-2008 წლებში, ის მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში, ასევე ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში, მათ შორის, 2006-2007 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე. 2008 წელს ნიკოლოზ გეგეშიძე გახდა ს.ს. მისო „კრისტალი“-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო 2009 წელს – ამავე კომპანიის კორპორატიული მდივანი. გარდა სამსახურებრივი საქმიანობისა, ნიკოლოზ გეგეშიძე აგრძელებს საადვოკატო პრაქტიკას, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2005 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პროფესიული კარიერის მანძილზე, მან დააგროვა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და საჯარო ფინანსების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორიგის სფეროში, რომლის რეალიზაციასაც ის დღემდე ეფექტურად ახდენს ფონდ კრისტალში. ნიკოლოზ გეგეშიძე ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს იურისპრუდენციასა და საერთაშორისო სამართალში.

natia-katsiashvili

ნათია კაციაშვილი

სპეციალური მრჩეველი

ნათია კაციაშვილი, როგორც პრო ბონო სპეციალური მრჩეველი, მისი ინდივიდუალური სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარება ფონდ კრისტალს, სტრატეგიული ინიციატივების უკეთ წარმართვაში, საგანმანათლებლო, სოციალური და სათემო განვითარების ამოცანების მისაღწევად. მანამდე, 2017-2020 წლებში იგი ფონდი კრისტალის პროგრამების მენეჯერი იყო და კოორდინაციას უწევს ფონდის ყველა ინიციატივას. იგი 2014 წლიდან არის ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას საქართველოს პარლამენტში. როგორც საჯარო-კერძო დიალოგის კონსულტანტი, ნათია კაციაშვილი ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და აქვს საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და მონაწილეობითი დიალოგის ფასილიტაციის ხუთწლიანი გამოცდილება. ნათია კაციაშვილი ასევე არის სოციოლოგი და კვლევის კონსულტანტი, 15-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, მათ შორის, როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დიზაინის, ასევე კვლევითი პროექტების მართვის მიმართულებით. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტის ათწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

ეკატერინე ლალიაშვილი

პროგრამის კორდინატორი

ეკატერინე ლალიაშვილი არის ადვოკატირების კამპანიებისა და საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების რეფორმის კუთხით, ცნობილია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და მნიშვნელოვანი აქტორი. იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეროვნული კონსულტანტი. ეკა ლალიაშვილს აქვს წამყვან ეროვნულ კამპანიებში მონაწილეობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება. 2015-16 წლებში იგი იყო ეროვნული კოორდინატორი TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) ინიციატივაში, ხოლო 2011 წლიდან 2013 წლამდე მოღვაწეობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კამპანიების მენეჯერად, სადაც ასევე უძღვებოდა პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივას. 2013 წელს ეკა ლალიაშვილმა მიიღო ღირსების ორდენი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. იგი ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს და ასევე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ხარიხს სამართალში.

თამარ აივაზაშვილი

ფინანსური ოფიცერი

თამარ აივაზაშვილი ფონდი კრისტალის ფინანსური ოფიცერია 2011 წლიდან და ახორციელებს ფონდის ყველა ძირითადი ინიციატივის ფინანსების მართვას, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის ინიციატიების მიმართულებით. 2015 წლიდან, იგი არის USAID-ის პროგრამის – YES-Georgia ფინანსური ოფიცერი, რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი. თამარ აივაზაშვილი ამჟამად არის ასევე ფინანსური ოფიცერი ელექტრონული გადახდების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ პირველ ქართულ ფინანსურ კომპანიაში – ს.ს. „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია“, რომელიც, როგორც საგადახდო მომსახურების მიმწოდებელი, ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებს. აღსანიშნავია, რომ თამარ აივაზაშვილს აქვს 12-წლიანი გამოცდილება ფინანსების მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, შესყიდვების, დონორებთან და კერძო სექტორთან მუშაობის მიმართულებით. პროფესიული საქმიანობა მან, 2006 წელს დაიწყო, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, როგორც მთავარი ბუღალტრის თანაშემწემ, სადაც მუშაობდა 2011 წლამდე. თამარ აივაზაშვილი ფლობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობში.

მერი გვაძაბია

მშვიდობის მშენებლობის პროექტის ასისტენტი

მერი გვაძაბია ფონდი კრისტალის მშვიდობის მშენებლობის პროექტის ასისტენტია 2012 წლიდან, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და სახალხო დიპლომატიის სფეროში მოღვაწეობის 30- წლიანი გამოცდილებით. იგი 2004 წლიდან არის ასოციაციის „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ გამგეობის წევრი და აქტიურად მონაწილეობს ქართულ-აფხაზური და ტრანსკავკასიური სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში, მათ შორის, COBERM-ის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას. მანამდე, 10 წლის განმავლობაში, იგი მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს იმერეთის წარმომადგენლობის საქმეთა მმართველად. 1979 – 1996 წლებში მერი გვაძაბიას ეკავა სხვადასხვა მენეჯერული თანამდებობა ს.ს. „ორგტექნიკა“-ში, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ საწარმოს აფხაზეთში. 2014 წელს, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესმა საბჭომ მერი გვაძაბია საპატიო სიგელით დააჯილდოვა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

ნინო ლაგვილავა

პროგრამის YES-Georgia ხელმძღვანელი

ნინო ლაგვილავას აქვს 26-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო განვითარების მიმართულებით, კერძოდ, წლების განმავლობაში ის მუშაობდა ახალგაზრდების, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თემებზე; გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის საკითხებზე; დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობის საკითხებზე. ამჟამად ის არის USAID-ის პროგრამის – YES- Georgia ხელმძღვანელი, რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი. მანამდე, ნინო ლაგვილავა მუშაობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეროვნულ კონსულტანტად და მისი მონაწილეობით შეიქმნა: სახელმწიფო სამოქმედო გეგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების შესახებ საქართველოში (2011) და საქართველოში ნდობის აღდგენისა და სახალხო დიპლომატიის განხორციელების სტრატეგია (2014). 2002–2010 წლებში ნინო ლაგვილავა მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, როგორც პროექტების კოორდინატორი და ასევე, როგორც სპეციალური განვითარების პორტფელის ოფიცერი. 2002-2003 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ნინო ლაგვილავა ფლობს ბირმინგემის უნივერსიტეტის ევროპამცოდნეობის მაგისტრის ხარისხს, ასევე, აკადემიურ ხარისხს იურისპრუდენციაში, უცხო ენებსა და კულტურაში.

ნინო მეტრეველი

პროგრამის YES-Georgia ოფიცერი

ნინო მეტრეველი ამჟამად მუშაობს ს.ს. მისო „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის აღმასრულებელ თანაშემწედ. 2019 წელს ის შემოუერთდა ფონდი კრისტალის გუნდს, როგორც USAID- ის პროგრამის – Yes-Georgia ოფიცერი, და ჩართულია პროგრამის განხორციელებასა და მონიტორინგში, მათ შორის ფინანსური მიმართულების მხარდაჭერისა და ქვე-კონტრაქტორებთან ურთიერთობის კუთხით. ნინო მეტრეველმა პროფესიული კარიერა დაიწყო, როგორც პედაგოგმა და თარჯიმანმა და აქვს 20-წლიანი მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. მას აქვს მდიდარი გამოცდილება, როგორც სწავლების, ადმინისტრაციული ერთეულების მართვის, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორთა საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების სამუშაო ციკლის მართვის მიმართულებით, ასევე, პროექტების განხორციელების კუთხით. 2008-2015 წლებში იგი იყო ბანკი „კონსტანტა“-ს სამდივნოს უფროსი და კორპორატიული მდივანი; 2015-2018 წლებში კი მუშაობდა ს.ს. „თიბისი ბანკი“-ს მარკეტინგის დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. გარდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით სპეციალიზაციისა, ნინო მეტრეველი ფლობს აკადემიურ ხარისხს ინგლისური ენის ფილოლოგიაში.

ნანა კეზევაძე

პროგრამის YES-Georgia კომუნიკაციის ოფიცერი

ნანა კეზევაძეს აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, როგორც საგზაო უსაფრთხოების, აგრეთვე, გარემოს დაცვის მიმართულებით. ამჟამად, იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი და პასუხისმგებელია საგზაო უსაფრთხოების პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე, აგრეთვე, ჩართულია სოციალური მედიის მართვაში. 2015 წლიდან, ნანა კეზევაძე მუშაობს ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში (BEC) და პასუხისმგებელია სოციალური მედიის არხების ადმინისტრირებაზე, ასევე საჯარო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. ის ფონდ კრისტალში მუშაობს 2018 წლიდან, როგორც პროექტის ასისტენტი და სოციალური მედიის მენეჯერი და ჩართულია ფონდის საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით. 2019 წლიდან ნანა კეზევაძე არის USAID-ის პროგრამის – YES-Georgia კომუნიკაციის ოფიცერი. პროგრამის ფარგლებში იგი პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელებაზე, ღონისძიებების დაგეგმვაზე, პროგრამის ვებ-გვერდებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მართვაზე; აგრეთვე, მარკეტინგულ, ადმინისტრაციულ და სხვა საკითხებზე. ნანა კეზევაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიასა და გეოგრაფიაში.

სოფიო ოგბაიძე

პროგრამა YES-Georgia, პროექტის ოფიცერი

სოფიო ოგბაიძე ფონდ კრისტალს შემოუერთდა 2020 წლის ივლისში. ის იკავებს პროექტის ოფიცრის პოზიციას USAID YES Georgia-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ და ახალგაზრდებისა და ქალების სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურება საქართველოში. სოფიო ასევე არის ასისტენტ-პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). ის კითხულობს ბიჰევიორისტული ეკონომიკის და ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკის კურსებს. სანამ ფონდ კრისტალს შემოუერთდებოდა, 2017 წლიდან სოფიო მუშაობდა ვითიბი ბანკში ეკონომისტის პოზიციაზე. 2015 წლიდან 2017 წლამდე ის იყო პროექტის ოფიცერი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფში – PMCG. სოფიოს აქვს დამთავრებული ეკონომის საერთაშორისო სკოლა თსუ-ში (ISET) და ფლობს მაგისრის ხარისხს ეკონომიკაში. ამჟამად ის დოქტორანტია კავკასიის უნივერსიტეტში ბიჰევიორისტული ეკონომიკის მიმართულებით.