მმართველობა

archil-bakuradze

არჩილ ბაკურაძე

თავმჯდომარე

არჩილ ბაკურაძე ფინანსისტი და ტექნოლოგიური მეწარმეა, რომელსაც სწამს, რომ პასუხისმგებლიან ბიზნესს ძალუძს ადამიანების შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოების გაუმჯობესება. ამჟამად, ის საქართველოს წამყვანი არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციის ს.ს. მისო „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. არჩილს ეკავა ასევე საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია და ხელმძღვანელობდა კოალიციას ფინანსური განათლებისთვის. მანვე დააფუძნა და წლების განმავლობაში იკავებდა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს წამყვანი ორგანიზაციის – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს (CHCA) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. არჩილ ბაკურაძე ფლობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომს და ამაყობს, რომ არის ჩივნინგისა (2003) და ჯონ სმიტის ფონდის სტიპენდიანტი (2000), რომელიც დღესაც ერთგულად ემსახურება ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება. არჩილი ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდის „Stichting Vluchteling“-ის ვან ჰოივენ გედჰარტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატია (2003); 2019 წელს კი, დასახელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 35 Chevening Changemakers შორის.

keith-young

კის იანგი MBE

გამგეობის წევრი

კის იანგი ბრიტანული ასოციაციის „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“-ს (EPDI) საერთაშორისო თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, მისი, როგორც მეწარმის მრავალმხრივი გამოცდილება და ექსპერტიზა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ახალი ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და საგამომცემლო საქმიანობას. იგი იყო cScape Group plc-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე; Group NBT plc-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; აქვს ასევე ინვესტიციების განხორციელებისა და კომპანიების მენეჯმენტის ხანგრძლივი გამოცდილება ბევრ სხვა სექტორში. როგორც გამოცდილი ინვესტორი ის მრავალი წელია მხარს უჭერს ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართულ კომპანიებს, მათ შორის, არის საქართველოს წამყვანი არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციის ს.ს. მისო „კრისტალი“-ს ინვესტორი და ს.ს. „მობაილ ფაინენს ევრაზია“-ს ინვესტორი, რომელიც ელექტრონული გადახდების სფეროში მოღვაწე ერთ ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში. კის იანგი ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. იგი დაჯილდოვებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (MBE).

r.h.chambers

ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი OBE

გამგეობის წევრი

ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი ბრიტანული ასოციაციის „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’-ს (EPDI) აღმასრულებელი თავმჯდომარეა, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთან ურთიერთობის 40-წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის ბიზნესისა და ეკონომიის ცენტრის (BEC) გამგეობის წევრი, რომელიც წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას საქართველოს პარლამენტში. ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსმა ჩამოაყალიბა ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის პირველი ცენტრი ბრიტანეთის პარლამენტში 1977 წელს, რომელიც დღეს „მრეწველობისა და პარლამენტის ფონდი“-ს სახელით ფუნქციონირებს და ემსახურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ორივე პალატას. გარდა საქართველოსი, მისი უშუალო ჩართულობით შეიქმნა ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის ცენტრები მსოფლიოს თექვსმეტ ქვეყანაში, ახალი ზელანდიიდან, ესპანეთსა და ფინეთამდე. მისივე ძალისხმევით შემუშავდა „საერთო პრინციპების კოდექსი“, რომელიც ყველა დიალოგის ცენტრისთვის საერთო სახელმძღვანელო დოკუმენტია. პარლამენტისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის, ფრედრიკ რ. ჰაიდ- ჩემბერსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (OBE) არის დაჯილდოვებული (2003).

alu-gamakharia

ალუ გამახარია

გამგეობის წევრი

ალუ გამახარია ფონდი კრისტალის გამგეობის წევრია მისი დაარსების დღიდან. ამავდროულად, 1995 წლიდან, იგი არის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს (CHCA) თავმჯდომარე; 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ასოციაციას „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; 2014 წლიდან კი – სსიპ „ბიზნესინკუბატორი“-ს დირექტორია. 1974-დან 2007 წლამდე, ალუ გამახარია მოღვაწეობდა აფხაზეთში, თავდაპირველად „სოხუმხელსაწყო“-ს გენერალურ დირექტორად, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ საწარმოს, შემდგომში კი ს.ს. „ორგტექნიკა“-ში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – სააქციო საზოგადოების პრეზიდენტად. პარალელურად, იგი ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, როგორც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი და საბაზო კათედრის გამგე. 1995 წლიდან, ალუ გამახარია აქტიურად მონაწილეობს ქართულ-აფხაზური და ტრანსკავკასიური სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში, მათ შორის, COBERM-ის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას და ემსახურება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზანს. 2008 წელს საყოველთაო მშვიდობის ფედერაციამ ალუ გამახარიას მშვიდობის ელჩის საპატიო წოდება მიანიჭა.