ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები

წლების განმავლობაში, მცირე ფონდი მნიშვნელოვან ეროვნულ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც ფოკუსირებულია ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრაზე, რომელმაც ამ გამოწვევების დასაძლევად შეძლო მხარდაჭერისა და რესურსების მობილიზება. ამ მხრივ, ჩვენ ვამაყობთ და მოხარული ვართ, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარეთ, ვსარგებლობთ ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, ცოდნითა და გამოცდილებით; მოვიზიდეთ ბრიტანული ექსპერტიზა ყველა ჩვენი ინიციატივის მხარდასაჭერად, რომ აღარაფერი ვთქვათ ფონდ კრისტალის გამგეობის ორ გამორჩეულ ბრიტანელ წევრზე, რომლებიც ჩვენი წარმატების განუყოფელი ნაწილი გახდა.

2015 წლიდან დღემდე, ბრიტანულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (EPDI) და ჯონ სმიტის სახელობის ფონდი, და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ფონდმა განახორციელა არაერთი კომპლექსური აქტივობა ინიციატივების ფარგლებში: პოლიტიკის დიალოგი, ახალგაზრდების მეწარმეობა, მშვიდობის მშენებლობა და კანონის უზენაესობა.

ფონდი კრისტალის ფინანსური მხარდაჭერითა და EPDI-სთან თანამშრომლობით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა (BEC), როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელმა პლატფორმამ განაახლა საქმიანობა საქართველოს პარლამენტში, და მალევე, დაიწყო გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო პროგრამები; კერძოდ: 2016 წელს, EPDI-ის და BEC-ის მიერ შეიქმნა და ამოქმედდა აფრიკელ ლიდერთა პროგრამა, რომელმაც ახალგაზრდა აფრიკელ პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და დემოკრატიზაციის გამოცდილებას; ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – საქართველოს რეფორმები: მაგალითი აფრიკისთვის?; 2018 წელს, ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, ფონდი კრისტალისა და ს.ს. მისო „კრისტალი“-ს ორგანიზებით, გაიმართა მიღება, ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობის მხარდასაჭრად; 2015 და 2018 წლებში შედგა ბრიტანული დელეგაციების ვიზიტები საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის მხარდასაჭერად, ასევე, საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების კვლევის თუ შესაბამისი რეაგირების პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობისთვის.

‘ვფიქრობ, რომ ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ კონცენტრაცია ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია. თუმცა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად. უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერნაციონალიზება, გლობალიზაცია. იყავით ამბიციურები და სწორად გამოიყენეთ წარმოებისა და სოფლის მეურნეობის მთელი პოტენციალი. ეს ადამიანებს მოუტანს მეტ შემოსავალს და უკეთ შეძლებენ თავიანთ მეზობლებზე ზრუნვას. ჩემი აზრით, მომავალი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების პერსპექტივების სამი ასპექტი უნდა გამოიყოს: ერთი ის, რომ უნდა გაიზარდოს ვაჭრობა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ასევე ნამდვილად მნიშვნელოვანია ტურიზმი. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, გაიცნონ ერთმანეთი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს მეგობრული ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე ვიყოთ. ასევე ვიმედოვნებ, რომ  მეტი ბრიტანული ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს ეკონომიკაში და გაიზრდება ორმხრივი ვაჭრობა. საქართველო მდიდარი ქვეყანაა, კარგად ცნობილი სოფლის მეურნეობით, საოცარი ისტორიითა და ტურიზმის დიდი პოტენციალით. ასე რომ, ქვეყანას კარგი მომავალი შეიძლება ჰქონდეს, რასაც დიპლომატიური ურთიერთობები და ხალხთა შორის ურთიერთობები უზრუნველყოფს. შესაძლებელია 10 წლიან პერსპექტივაში საქართველო ბევრი ბრიტანელი ტურისტისთვის გახდეს მთავარი დანიშნულების ადგილი.”
 
ფაბიან ჰამილტონი, ბრიტანელი დეპუტატი, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრი
 

სიახლეები

  • ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია

    საერთაშორისო ასოციაციამ -‘’ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’ (Enterprise and Parliamentary Dialogue International), საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი და USAID-ის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი დააჯილდოვა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე...
  • ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია 2018

    საერთაშორისო ასოციაციამ -„ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (Enterprise and Parliamentary Dialogue International), საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი და USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი დააჯილდოვა. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ჯილდო „ბიზნესისა და პარლამენტის...
  • ქართული სტარტაპების მიღება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში კრისტალის ორგანიზებით

    14 ივნისს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, კრისტალისა და ფონდი კრისტალის ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომლის მთავარი თემა იყო ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. ღონისძიების მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბატონი ფაბიან ჰამილტონი იყო, მხარდამჭერი კი – საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში. ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის წევრებმა,...
  • საპარლამენტო დიალოგის პლატფორმის პრეზენტაცია

    7 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ დაფუძნდა საქართველოს პარლამენტში 2016 წელს, USAID G4G-ის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებაზე მოწვეულ დეპუტატებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა, ‘’მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში’’ (G4G) პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია...