ქალთა გაძლიერება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება 2019 წლიდან დაემატა ფონდი კრისტალის ინიციატივებისა და პრიორიტეტული მიმართულებების გრძელ სიას. გენდერული ნიშნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ქართულ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ფონდმა მიზნად დაისახა ქალებისა და გოგონების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესება.

ამჟამად, ფონდი კრისტალი ახორციელებს USAID-ის ფართომასშტაბიან პროგრამას – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც USAID-ის წინა პროგრამის – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ გაგრძელებას წარმოადგენს და რომელიც ფონდი კრისტალის მიერ, 2015-2018 წლებში განხორციელდა, ს.ს. მისო „კრისტალთან“, PH International-თან და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) თანამშრომლობით. პროგრამის ძირითადი შედეგები შთამბეჭდავი იყო, მათ შორის, ქალების მონაწილეობის თვალსაზრისით. (გრაფიკი იგივე რაც ახალგაზრდებშია, ქართულენოვანი. იხ. ჯპგ ფაილად)

2019 წელს, USAID-მა გამოაცხადა, რომ ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივა დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფდა YES-Georgia-სთვის. აღსანიშნავია, რომ YES-Georgia ერთადერთი შერჩეული პროგრამაა ევროპასა და აზიაში, რომელიც ამერიკელი ხალხისგან მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, პროგრამამ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭა ქალთა მხარდაჭერას და შეიმუშავა ქალი მეწარმეების საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი ღონისძიებები. ქართველი ქალების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებისთვის, ახალი კამპანია – „ყველა ქალი ჩემპიონია!“ – ფონდმა კრისტალმა წამოიწყო ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან” თანამშრომლობით. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, კამპანიის გახსნა კრისტალის  საჭადრაკო ბლიც-თამაშით აღინიშნა, სადაც ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან,  მაია ჩიბურდანიძესთან და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან; ასევე, ტექნოლოგიური კომპანია SAP-ის საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში საკონსულტაციო მისიით იმყოფებოდნენ, კრისტალის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და პროდუქტის შემუშავების ხელშეწყობისთვის.

women-empowerment-georgia

YES-Georgia მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით. პროგრამის მიზანია ქვეყანაში ქალ მეწარმეთა რაოდენობის გაზრდა  სამეწარმეო  უნარ-ჩვევების განვითარების, ფინანსებზე წვდომის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების გზით. YES-Georgia ხორციელდება ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ს.ს. მისო „კრისტალი“. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის პერსონალური და მეწარმეული განათლების ხელმისაწვდომისთვის, YES-Georgia, ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიასთან – „კრისტალ კონსალტინგ“-თან ერთად, ახორციელებს Buzz Georgia-ს კომპონენტს, რომელიც ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ახალგაზრდა და ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები  უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის YES-Georgia ვებ-გვერდებს: 

http://yes-georgia.ge და https://yes.crystal.ge

სიახლეები

  • YES-Georgia, ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში აცხადებს მიღებას

    USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსებზე, სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით. პროგრამას ახორციელებს ფონდი კრისტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალითან“ პარტნიორობით, რომელიც ასევე პროგრამის თანადამფინანსებელია. Buzz Georgia / ბაზ საქართველო არის პიროვნული, ლიდერული და სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების...
  • „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“

    თებერვალი 04, 2020 31 იანვარს, ფაბრიკაში, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ოფიციალური გახსნა გაიმართა. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი...