შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან ტომას ჰამარბერგთან

თბილისი:  2 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფონდი „კრისტალის“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესის, სამართლის სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ბატონ ტომას ჰამარბერგთან.  შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში საკუთრების უფლებების, სამართლებრივი გარემოსა და ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. აგრეთვე ბიზნესისათვის არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავლის გზების დასახვას, საზოგადოებისათვის აქტუალური სამართლიანობის აღდგენის და წართმეული ქონების დაბრუნების ჯერაც არ დაწყებული პროცესის ადვოკატირებას. შეხვედრის ბოლო ფონდ კრისტალმა გაავრცელა შემდეგი განცხადება.