ღონისძიება: ქართველ სტარტაპერთა მიღება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში | თარიღი: 14 ივნისი, 2018 | ადგილი: ლონდონი, თემთა პალატა

14 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ლონდონში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, ფონდი კრისტალისა და კრისტალის ორგანიზებით გაიმართება მიღება, რომლის მთავარი თემაა ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

ღონისძიების მასპინძელია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბატონი ფაბიან ჰამილტონი, მხარდამჭერი კი საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში.

ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის წევრები, საერთაშორისო ინვესტორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

ახალგაზრდა მეწარმეები ლონდონში “Startup Grind Europe”-ის ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ვიზიტს მხარს უჭერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თბილისში ბრიტანეთის საელჩო და “Startup Grind” წარმომადგენლობა საქართველოში.

მიღებაზე მოხდება ქართული სტარტაპის VREX-ის მიერ ტურისტულ თემაზე შექმნილი ვირტუალური რეალობის უნიკალური აპლიკაციის დემონსტრირება.

საქმიანი ურთიერთობების გარდა, კრისტალი ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას. მიღებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს ქალაქ ბრისტოლის ქართულ ეროვნულ სიმღერათა გუნდი შეასრულებს.

დამატებითი ინფორმაცია

ფონდი კრისტალის მისიაა ფინანსური განათლების დონისა და ფინანსური მომსახურების სტანდარტების ამაღლება და სოციალური ინვესტიციების განხორციელება. ფონდი კრისტალი მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვას, ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარებას, საგზაო უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობას საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.crystalfund.geს.ს.მისოკრისტალი ერთერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 77,000-მდე მიკრო-მეწარმესა და მცირე ფერმერს. კომპანია გააჩნია 60 ფილიალისგან შემდგარი რეგიონალური ქსელი, რომელშიც დასაქმებულია 950-ზე მეტი კვლიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ამჟამად განაგებს 250 მილიონ ლარზე მეტ საკრედიტო პორტფელს. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://www.crystal.ge